ოსი სეპარატისტების განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუაციას აფხაზეთისა და სახრეთ ოსეთისათვის არავითარი პოლიტიკური მნიშვნელობა არ აქვს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტის" ვიცე-სპიკერი მირა ცხოვრებოვა აცხადებს, რომ რეზოლუციაში ასახული არ არის კავკასიაში შექმნილი ე.წ. ახალი პოლიტიკური რეალობა.
"ევროპარლამენტი ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას აგრძელებს - ეს რომ ასე არ იყოს რატომ არ არის მიღებული მსგავსი რეზოლუცია აქამდე კოსოვოსთან მიმართებაში? ალბათ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში კოსოვოს სუვერენიტეტი ევროპული ქვეყნების ინტერესებს შეესაბამება. ხოლო სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში კი ევროპელმა პარლამენტარებმა აი უკვე მერამდენედ მხარი დაუჭირეს საქართველოს ინტერესებს", _ განაცხადა ცხოვრებოვამ.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი "დამოუკიდებელი" სახელმწიფოები არიან და ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მათ სტატუსზე და კავკასიაში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენას ვერ მოახდენს.