ევროპის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი კრჟიშტოფ ლისეკის შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში სამჯერ იყო განსაზღვრული ტერმინი "ოკუპაცია", - აღნიშნული განცხადება დღეს კრჟიშტოფ ლისეკმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ლისეკის განცხადებით, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩვენ ვხედავთ სიტუაციას როგორც ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც ხელს უშლის საქართველოს სტაბილურობასა და განვითარებას.
"ვფიქრობთ, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში ელოდებოდა ევროპარლამენტის ამ განცხადებას. პარლამენტის 90 პროცენტზე მეტმა, ყველა პოლიტიკური ჯგუფის, ფრაქციის წარმომადგენელმა ხმა მისცა და დაეთანხმდა ტერმინს ოკუპაცია. ვფიქრობთ, რომ ახლა არის დრო ყველა მოვლენას საკუთარი სახელი დაერქვას. რუსეთის მთავრობას მოვუწოდებთ რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან სწრაფად გაიყვანონ, ისევე სწრაფად, როგორც არის შესაძლებელი," - აღნიშნა ლისეკმა.
მისივე თქმით, მოვუწოდებენ ევროკავშირის კომისიას, კეტრინ ეშტონს, რომ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები გააძლიეროს.