დღეს, 18 ნოემბერს, სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიალი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ე.წ. საელჩოს შენობის გახსნა სპეციალურად დაამთხვიეს აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. აფხაზურ-რუსულ III საქმიან ფორუმს, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად რუსეთის მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანია სოხუმში ჩასული.
ე.წ. ფორუმის ფარგლებში, ამავე დღეს გაიხსნება სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პირველი კორპუსი, რომელიც რუსული სახსრებით გარემონტდა.