უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მიიჩნევს, რომ იულია ტიმოშჩენკო და რეგიონების პარტიის ლიდერი, ვიქტორ იანუკოვიჩი "კრემლის კოალიციას" წარმოადგენენ და ოსახლეობას 17 იანვრის საპორეზიდენტო არჩევნებშუი სწორი არჩევანის გაკეთებისაკენ მოუწიოდებს.
"17 იანვარს არ უნდა გაიმარჯვოს მოსკოვის პროექტმა", _ განაცხადა იუშჩენკომ ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პრემიერ-მინიუსტრი იულია ტიმოშჩენკო და რეგიონების პარტიის ლიდერი, ვიქტორ იანუკოვიჩი წარმოადგენენ "კრემლის კოალიციას' და ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ერთად იქნებიან".
მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული კანდიდატები ფიქრობენ მხოლოდ ერთზე _ "სად იქნებიან ისინი ხვალ ხელისუფლებაში, თუ ხელისუფლების გარეშე" და დასძინა, "მათი ოცნებაა, არა უკრაინელი ერი თავისი ევროპული სახელმწიფოთი".
მან ასევე აღნიშნა, რომ იანუკოვიჩისა და ტიმოშჩენკოს პოლიტიკური ამბციებისათვის ხდება გაზის ისეთი შეთანხმების ფაბრიკაცია, რომელიც უკრაინას მიიყვანს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ კაპიტულაციამდე.
"აქედან იწყება შავი ზღვის ფლოტის მუდმივი დისლოკაცია, აქედან იწყება უარი ჩვენს ინტეგრაციაზე ჩრდილო-ატლანტიკურ ბლოკში, ერთიან ევროპულ უსაფრთხო პოლიტიკაში და აქედან იწყება უარი "ოდესა-ბროდზე", _ განაცხადა იუშჩენკომ.
სახელმწიფო მეთაურმა აღნიშნა, რომ 14 იანვარს უკრაინის ბედი მისი მოქალაქეების ხელში იქნება.
"მსურს გაიმარჯვოს უკრაინულმა ჯანსაღმა აზრმა, რომ არ ვიცხოვროთ ტყუილით, რომ ჩვენ არ ვიცხოვროთ სიმართლის გარეშე. რაც ვრცელდება, მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ უკრაინული გზიდან გადახვიდეთ", _ განუცხადა იუშჩენკომ ამომრჩევლებს.