გაგრაში საბჭოთა მფრინავის ვიტალი პოპკოვის სახელობის N 2 რუსული სკოლა გახსნეს. საგანმანათლებლო დაწესებულება კრასნოდარის მხარის გუბერნატორის ალექსანდრე ტკაჩოვის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრებით კაპიტალურად გარემონტდა.
"ეს პირველი ნაბიჯია აფხაზეთსა და კრასნოდარს მხარეს შორის მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობისა", _ განაცხადა ცერემონიალზე მყოფმა კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ოლეგ კაჩალოვმა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში რუსეთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების მინისტრი ვიქტორ ბასარგინი და სხვა რუსი მაღალჩინოსნების იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც აფხაზეთში III აფხაზურ-რუსულ ე.წ. საქმიან ფორუმში მონაწილობის მისაღებად არიან ჩასულნი.