ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი), ანტი ტურუნენი (გაერო) და გენდრიუს ჩეკუოპოლისი (ეუთო) 19 ნოემბერს ცხინვალში ჩავლენ. განცხადება ამის შესახებ დღეს სოხუმში მყოფმა ევროკავშირის მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარემ ფილიპ ლეფორმა გააკეთა.
"გვქონდა შეხევდრები მოსკოვში, დღეს სოხუმში ვართ, აქედან თბილისში წავალთ, 19 ნოემბერს კი ცხინვალში ვიქნებით", _ განაცხადა ლეფორტმა.
ცხინვალში თანათავმჯდომარეები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ე.წ. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელს ბორის ჩოჩიევს შეხვდებიან და მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე განსახილველ საკითხებს განიხლავენ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 14 დეკემბერს გაიმართება.