სეპარატისტულმა აფხაზეთმა ტუვალუში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. ტუვალუში ამჟამად სასმელი წყლის კრიზისია ამიტომაც სეპარატისტებმა იქ წყლით სავსე კონტეინერი გააგზავნეს. ინფორმაციას ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კუნძულ ტუვალუზე ამჟამად სასმელი წყლის დეფიციტის გამო საგანგებო მდგომარეობაა შექმნილი.
სტიქიური უბედურებების ტუვალუს ნაციონალური კომიტეტის ხელმძღვანელის პუსინელი ლააფაის თქმით, აფხაზეთიდან გამოგზავნილი კონტეინერი, რომელშიც სასმელი წყალია ამჟამად საწყობშია და განაწილებისთვის მზადაა.
წყლის გადაგზავნა გაეროს ჰუმანიტარული საკითხების სამმართველოს მეშვეობით მოხერხდა.