წუხელ, გვიან ღამით, ლანჩხუთის ცენტრში, "აჯანყებულ გურულად" ცნობილი ძეგლის დემონტაჟი მოხდა. „ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით ადგილობრივი მოსახლეობა ძეგლის გადატანის წინააღმდეგი იყო.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ძეგლის დემონტაჟის დაწყებამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ და პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიის დაცვა გააძლიერა.
„საღამოს მოყვანილ სპეცტექნიკას, იქვე ცენტრალურ უბანში ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ მალავდნენ", - განუცხადეს „ჯი-ეიჩ-ენს" ადგილობრივებმა.
მათივე თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძეგლის დემონტაჟისთვის მუშები და სპეცტექნიკა ფოთიდან ჩამოიყვანა, რადგან „ლანჩხუთელებმა ამ საქმის გაკეთება არ იკადრეს".
„აქაც ალბათ შადრევან ააშენებენ, ან სხვა სიგლახეს", - აცხადებენ ლანჩხუთელები.
ოფიციალური განცხადება თუ რას უშლიდა „აჯანყებულ გურულად" წოდებული ძეგლი ხელს და რა განთავსდება მის ადგილას აფდგილობრივ ხელისუფლებას არ გაიკეთებია.