17-18 ნოემბერს სოხუმში რუსულ-აფხაზური III საქმიანი ფორუმი გაიმართება. ფორუმის სახელწოდებაა: "აფხაზეთი-2011: რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობის საფუძველზე რესპუბლიკის ეკონომიკური სტრატეგიის ფორმირება". ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ფორუმი "ევრაზიული განვითარების ფონდის" მიერ არის ორგანიზებული.
ფორუმს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი გახსნის. ფორუმში რუსეთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების მინისტრი ვიქტორ ბასარგინიც მიიღებს მონაწილეობას.