"რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას შეუქცევადი ხასიათი აქვს". ნათქვამია სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც "ნატო-საქართველოს" კომისიის განცხადების საპასუხოდ გაკეთდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო "შეშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო, რომელიც კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების მოწოდებებით გამოდის, თავად უწყობს ხელს საქართველოს ინტენსიური მილიტარიზაციის გაგრძელებას".
"აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაურეგულირებელი კონფლიტების პირობებში ნატოს დახმარებით ქართული არმიის გადაიაღება და წვრთნა სულაც არ უწყობს ხელს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებას", _ ნათქვამია გავრცლებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში ჩატარებული "ნატო-საქართველოს" სხდომის შედეგად წვერი-სახელმწიფოების ელჩებმა კვლავ გამოუცხადეს მხარდაჭერა საქართველოს ე.წ. ტერიტორიულ მთლიანობას და კვლავ მოუწოდეს რუსეთს უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
"გაკეთებულ განცხადებებში ასევე გაისმა მოწოდებები კონფლიქტების დარეგულირების მშვიდობიანი გზების ძიების შესახებ. მსგავსი ნაბიჯი აღნიშნული ორგანიზაციის არაობიექტურობის დემონსტრირებას ახდენს და მოწმობს იმას, რომ ეს ორგანიზაცია ანგარიშს არ უწებს რეგიონში შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობას. რუსეთის პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში უკვე კარგა ხანია ცნობილია და უცვლელი რჩება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას შეუქცევადი ხასიათი აქვს და ამაზე არაერთგზის უსაუბრიათ, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს ისე პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს", _ ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამას გარდა, სეპარატისტები ნატოს მოწოდებას რუსეთისადმი უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება "არაადეკვატურს" უწოდებენ.
მასალის გამოყენების პირობები