ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, რუსული ენა ე.წ. სახელმწიფო ენად გამოცხადდა. ეს განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცესკოს თავმჯდომარემ ბელა ფლიევამ გააკეთა.
მისი თქმით, რუსული ენისათვის სახელმწიფოებრივი სტატუსის მინიჭებას ამომრჩევეთა 83, 99 % მისცა ხმა. წინააღმდეგ - 16, 1 % წავიდა.
აქამდე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. სახელმწიფო ენა მხოლოდ ოსური იყო, რუსული ენა კი ოფიციალურ სტატუსს ატარებდა.