რუსეთში, კრასნოდარის მხარეში არის ერთი სოფელი, სადაც საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სოფელს პლასტუნკა ეწოდება. თავის დროზე იგი კაზაკებმა დააარსეს, თუმცა ამჟამად უკვე ამ სოფელში კაზაკები არ ცხოვრობენ და ეს სოფელი სუფთა ქართულ დასახლებას წარმოადგენს.
ადრე ამ სოფელს მიტიხუასუა ეწოდებოდა. იგი განლაგენბულია სოჭში არსებული მდინარის ორივე მხარეს და ვიკიპედიაში არსებული მონაცემებით ამ სოფლში 1500 მდე ადამიანი ცხოვრობს.
დასახლება ორ ნაწილადაა გაყოფილი და შესაბამისად არსებობს - ზემო და ქვემო პლასტუნკები. აქ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ქართველები შეადგენენ. იგივე ვიკიპედიის განმარტებით, სოფელი პლასტუნკა რუსეთში ქართველების ყველაზე ლამაზი დასახლებაა. აქ ქართველებთან ერთად რუსებიც ცხოვრობენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, როგორც კი 2008 წლის აგვისტოში რუსეთ -საქართველოს ომი დაიწყო სოფლის შესასვლელსა და გამოსასვლელებში ქართული დროშა აღმართეს და იგი ამ დრომდე ფრიალებს.
ქართველებმა დროშის აღსამართად სპეციალურად ამოარჩიეს მაღალი ადგილები ამიტომაც დროშა შორი მანძილიდანაც კარგად ჩანს.
უკვე სამი წელია ადგილობრივი ხელისუფლება ამ საქართველოს დროშას ვერაფერს ვერ უხერხება. მუნიციპალური სამსახურები რამდენიმეჯერ ეცადნენ ეს დროშა ჩამოეხსნათ მაგრამ მოსახლეობას მხრიდან იმხელა წინააღმდეგობას წააწყდნენ, რომ ამ განზრახვაზე ხელი აიღეს. ძალის გამოყენება კი ჯერ ჯერობით არ უცდიათ.
ამავე დროს ამ სოფლის სკოლაში, რომელიც 110 წლის წინ ადგილობრივი მაცხოვრებლების ქველმოქმედებით აშენდა სწავლება ჯერ ცხრაწლიანი გახადეს, შემდეგ კი ის ქართულის გაკვეთილები შეამცირეს. ახლახანს ქართულ ენას სკოლაში საგნის სტატუსი გაუუქმეს და იგი მხოლოდ წრეში სასწავლებლად დატოვეს. ამან ადგილობრივი ქართველების აღშფოთება გამოიწვია.
აღნიშნული საკითხი ქართულმა მხარემ შვეიცარიის საელჩოს წინაშე უკვე დასვა.