თოვლის საფარმა აჭარის მაღალმთიან რაიონებში 2 მეტრს გადააჭარბა. აჭარაში ნაადრევად მოსული ნალექის გამო სოფლის მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 5 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
„ენერგო-პრო ჯორჯიაში" ამბობენ, რომ ელექტროენეგრიის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება ამინდზეა დამოკიდებული. აჭარის გზების დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ მთიან რაიონებში უხვი ნალექისა და თოვლის გამო გზების გაწმენდა ჯერჯერობით შეუძლებელია.
ცნობისთვის, გზების გასუფთავება მხოლოდ სოფლის ცენტრში ხერხდება. შიგნით კი გადაადგილება შეფერხებულია.