ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები და რუსული ენის „სახელმწიფო" სტატუს შესახებ რეფერენდუმი შედგა - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ცესკო-ს ხელმძღვანელმა ბელა პლიევამ განაცხადა. პლიევას განცხადებით, „18:00 საათისთვის ამომრჩეველთა 53.8% დაფიქსირდა".
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რუსული ენის "სახელმწიფო" სტატუსის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" პოსტზე პრეტენზიას 11 კანდიდატი აცხადებს. ესენი არიან:
ალა ჯიოევა - განათლების ე.წ. ყოფილი მინისტრი;
ანატოლი ბიბილოვი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს უფროსი; ალან კოტაევი - ცხინვალის ე.წ. მერის პირველი მოადგილე;
ვლადიმერ ქელეხსაევი - ე.წ. ყოფილი დეპუტატი;
ალან ფლიევი - ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ვადიმ ცხოვრებოვი - პურპროდუქტების ქარხნის დირექტორი;
გიორგი კაბისოვი - ინფორმაციის, კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების ე.წ სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე;
დიმიტრი ტასოევი - გაუქმებული სოციალ-დემოკრატიული პატრიის ლიდერი;
სერგეი ბიტიევი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოს მთავარი აღმასრულებელი;
ჯემალ ჯიგკაევი - ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს დიაგნოსტიკური განყოფილების გამგე'
სოსლან თედეტი - ე.წ. შს სამინისტროს მაღალჩინოსანი;
ე.წ. ცესკომ "პრეზიდენტობის კანდიდატად" დარეგისტრებაზე უარი უთხრა:
მხატვარ გენო ქაჯაევს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადვოკატების პალატის წევრს ვასილი ბესტაევს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს ლევ გაგიევს, ე.წ. სახრეთ ოსეთის ყოფილ "თავდაცვის მინისტრს" ვალერი თედეევს და თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჯამბოლატ თედეევს.
აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ოს სეპარატისტთა ლიდერის მთავარ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა და იგი ედუარდ კოკოითმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევა.