ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე, საარჩევნო უბნებიდან გამოსვლის შემდეგ ამომრჩეველთა გამოკითხვა ე.წ. ეგზიტპოლები არ მიმდინარეობს. განცხადება ამის შესახებ ე.წ. ცესკოს ხელმძღვანელმა ბელა ფლიევამ გააკეთა.
"ჩვენთან ეგზიტპოლები არ მიმდინარეობს, ვინაიდან მათი ჩატარების პრაქტიკა საერთონაციონალურ მიზნებს არ ეპასუხება", _ განაცხადა ფლიევამ და აღნიშნა, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიკერი სოციოლოგიური გამიკითხვა ერთი კვირის განმავლობაში აკრძალულია. მათი ჩატარება არც არჩევნების დღეს შეიძლება.
"მეტიჩ, გამოკითხვის შედეგები ხშირ შემთხვევაში ოფიციაურ შედეგება არ ემთხვევა და სპეკულაციისა და დაძაბულობის წინაპირობა ხდება", _ აცხადებს ფლიევა.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩვენები მიმდინარეობს. პრეტენზიას ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე 11 ადამიანი აცხადებს.