ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში ექსცესების გარეშე დაიწყო. საარცევნო უბნები ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა. ინფორმავიას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ძლიერი თოვლისა, ამომრჩევლების რაოდენობა საარჩევნო უბნებზე საკმაოდ დიდია.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დღეს ასევე მიმდინარეობს რეფერენდუმი, რომელზეც რუსული ენისათვის ე.წ. სახელმწიფოებრივი სტატუსის მინიჭების საკითხი წყდება.
ამასთან ერთად, მათივე ინფორმაციით, ე.წ. არჩევნებს ცხინვალის რეგიონში "თვალს 73 საერთაშორისო დამკვირვებელი ადევნებს მსოფლიოს 10 ქვეყნიდან - აფხაზეთიდან, რუსეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან, პოლონეთიდან, დნესტრისპირეთიდან, სერბიიდან, უკრაინიდან და საფრანგეთიდან".
ამასთან ერთად, საარჩევნო უბნები გახსნილია სოხუმსა და მოსკოვში.