დღეს, 13 ნოემბერს, ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბანი სოხუმშიც გაიხსნა.
ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემას აფხაზეთში მცხოვრები ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები შეძლებენ.
საარჩევნო უბანი სოხუმში მდებარე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საელჩოს შენობაშია გახსნილი.