13 ნოემბერს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბანი სოხუმშიც გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემას აფხაზეთში მცხოვრები ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები შეძლებენ.
საარჩევნო უბანი სოხუმში მდებარე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საელჩოს შენობაში გაიხსნება.