1-ლი იანვრიდან ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) თავმჯდომარე ყაზახეთი გახდა. ყაზახეთმა ეუთო-ს ხელმძღვანელობა საბერძნეთისგან გადაიბარა.
ყაზახეთი პირველი ქვეყანაა ცენტრალურ აზიასა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე გახდა.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო მდივანმა, კანატ საუდაბაევმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რათა "ვანკუვერიდან - ვლადივოსტოკამდე" უსაფრთხოება და თანამშრომლობა განმტკიცდეს.
14 იანვარს ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაა დანიშნული. საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები ვენაში შეიკრიბებიან.