12 ნოემბერს, ქედაში ტრადიციული დღესასწაული "ქედელობა" აღინიშნება. დღესასწაულში მონაწილეობას ქდელებისა და აჭარის მოსახლეობის გარდა სხვადასხვა რაიონებიდან ჩასული ტურისტებიც მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დღესასწაული საფუძველს იღებს გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან, 2006 წლიდან მივიწყებული ტრადიცია აღსდგა და მას შემდეგ ყოველი წელის შემოდგომაზე აღინიშნება. "ქედელობაზე" მისულ სტუმრებს ადგილობრივი წარმოების ტკბილეულითა და ღვინით გაუმასპინძლდებიან.