გორში ახალი წლის შესახვედრად აქტიურად ემზადებიან. გორის ცენტრალურ მოედანზე გორის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიებისთვის სცენა უკვე მოეწყო.
საახალწლო განათებების მონტაჟი ქალაქის მასშტაბით უკვე დასრულდა. მანათობელი ფიგურები დამონტაჟებულია ქალაქის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე. შარშანდელთან შედარებით წელს დამატებულია 40-მდე ახალი სისტემა,.
საახალწლო ღონისძიებები გორში ცენტრალურ მოედანზე კონცერტით გაიხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ,,ნუცას სკოლის" და ,, ჯეოტარის" მომღერლები და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები. ახალი წლის დადგომა გრანდიოზული ფეირვერკით აღინიშნება.
2-8 იანვარს, მუნიციპალიტეტის ინიციატივით, კულტურის ცენტრში გაიმართება საახალწლო ნაძვისხის ზეიმი. ზეიმი გათვალისწინებულია 4000-მდე ბავშვზე, მათი ნაწილი გორის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული დევნილი ბავშვები იქნებიან. ყველა ბავშვს, რომელიც დაესწრება საახალწლო ნაძვისხის ზეიმს, გადაეცემა საახალწლო საჩუქარი - ტკბილეული და სათამაშოები.
საახალწლო ღონისძიებები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათთვის 40 000 ლარია გამოყოფილი.