მძიმე მრავალჯერადი ზალპური სარაკეტო ცეცხლის მძიმე ცეხლმფრქვევი სისტემები ТОС-1 "ბურატინო" ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის რაიონში მდებარე მე-7 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ბაზაზე სამი ერთეული სისტემის ფოტოსურათები - Т-72 ტანკისა და ТЗМ-Т სატრანსპორტო-დამტენი ავტომობილის ინტერნეტგვერდ "ჯეო-არმი"-ს განკარგულებაში აღმოჩნდა. ყველაფერი ეს პირველი დადასტურებაა იმისა, რომ აფხაზეთში მყოფ რუს ოკუპანტებს ამგვარი სახის შეიარაღება გააჩნიათ. აქამდე ამ სისტემების აფხაზეთში არსებობის დამადასტურებელი მასალა არ არსებობდა.
აღსანიშნავია, რომ ТОС-1 სისტემა თავდასხმითი მიზნებისთვის გამოიყენება და მას ძალიან დიდი სიმძლავრე გააჩნია და მოწინააღმდეგის თავდაცვის გასარღვევად გამოიყენება. ეს ტანკ Т-72 ის ზალპური ცეცხლის დანადგარის ჰიბრიდია, ისვრის 220 მილიმეტრიან უმართავ რეაქტიულ ჭურვებს თერმული და ცეცხლგამჩენი საბრძოლო თვისებებით.
პირველად ე.წ. ბურატინო საბჭოთა ჯარებმა ავღანეთში (1979-1989 წწ) გამოიყენეს. სწორედ ეს სისტემები იქნა გამოყენებული ასევე ჩეჩნეთის მეორე ომის დროს სოფელ კომსომოლსკოეს შტურმისას როდესაც აღნიშნული სისტემით რამდენიმე ჩეჩნური სოფელი მთლიანად გადაწვეს - 2000 წლის 7 მარტს. "ბურატინოს" სისტემა საკმაოდ დიდი პრობლემაა მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალებისათვის, ვინაიდან მათი განადგურება დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
მასა საბრძოლო მდგომარეობაში 46000 კგ
სიგრძე 6860 მმ
სიგანე 3460 მმ
სიმაღლე 2600 მმ
კლირენსი, 470 მმ
კალიბრი, 220 მმ
გამშვები პაკეტის სიგრძე 5000 მმ
გამშვები ლულების რაოდენობა 24
სროლის მინიმალური მანძილი, 400 მ
სროლის მაქსიმალური მანძილი 3600 მეტრი (ახალი რაკეტებით 6000 მეტრი)
დაზიანების ფართობი, 1000 მ² - ცეცხლგამჩენი რაკეტებით, 2000 მ² - თერმობარული რაკეტებით
ეკიპაჟი 3 კაცი