გორის ცენტრში, ქუთაისის ქუჩის #60-ში, შეშის ღუმელიდან გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები არიან დეიდა და დისშვილი, ნონა და ელგუჯა ხაბელაშვილები.
მეზობლები ყვებიან, რომ მოხუცი ქალი ლოგინად იყო ჩავარდნილი და მას დისშვილი უვლიდა. შემთხვევის დროს, სავარაუდოდ, ორივეს ეძინა.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.