თოვლის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი გორის მონაკვეთზე ავტოტრანპოსრტის გადაადგილება შეფერხებულია. 2 საათის განმავლობაში მოძრაობა მთლიანად შეწყვეტილი იყო. ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ გზების დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის სპეციალური ჯგუფები.
თოვლი დაახლოებით 15 სანტიმეტრამდეა. ინტენსიურად თოვს. გზები იწმინდება, მაგრამ საცობების გამო მანქანებს მანევრირება უჭირთ.
მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ნალექიანი ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 11 ნოემბრამდე შენარჩუნდება.