დღეს, თელავში „ერეკლეობას" აღნიშნავენ. ერეკლე II-ის 291-ე იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსმა მიხეილ დაღუნდარიძემ განუცხადა, 11:00 საათზე ერეკლე მეფის სასახლეში ერეკლე II სულის მოსახსენებელ პარაკლისს გადაიხდიან; 12:00 საათზე, ერეკლეს ძეგლთან და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება შეჯიბრი ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში; 13:0 საათზე, თელავის თეატრის წინ ჩატარდება საესტრადო ანსამბლების კონცერტი; 17:00 საათზე, თელავის დრამატულ თეატრში გაიმართება ფესტივალის „შენ ხარ ვენახი" დასკვნითი კონცერტი და დაჯილდოვება.
მთელი დღის განმავლობაში ერეკლე II-ს გამზირზე და მოედანზე მოეწყობა ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა გაყიდვა. ასევე მოეწყობა ფოტო-გამოფენა „ძველი და ახალი თელავი". თოჯინების თეატრის მიერ ღია ცის ქვეშ ბავშვებისთვის ნაჩვენები იქნება სპექტაკლები. თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე თელავის რაიონის სოფლები ფაცხებს მოაწყობენ, სადაც მწვადს შეწვავენ და ხინკალს მოახვევენ.
„ერეკლეობის" ჩასატარებლად თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 4 ათასი ლარი გამოიყო.