სოხუმის წიგნების მაღაზიებში, დახლებზე გამოჩნდა ახალი წიგნი სახელწოდებით "რუსები აფხაზეთში". "წიგნის გამოცემა აფხაზური სამეფოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესხვლის 200 წლისთავისადმია მიძღვნილი. წიგნი საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეთა სახელმწიფო კომისიის მხარდაჭერით გამოიცა, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს", _ იუწყება აფხაზური მხარე.
წიგნის წინასიტყვაობაში ნათქვამია, რომ "მისი მეშვეობით საშუალება იქმნება თვალი გადავავლოთ ისტორიულ გზას, რომელიც ჩვენმა ხალხმა ერთად გაიარა. ამ გზაზე იყო მრავალი საერთო ზეიმი და გამარჯვება. რუსები და აფხაზები მრავალი საუკუნის განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ და ერთიანი სახელმწიფოს სივრცეში არსებობდნენ. რუსეთს XIX საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული აფხაზეთში მნიშვნელოვანი ცივილიზატორული ფიქნციების შესრულება უწევდა და მას ამ მიწაზე მსოფლი მატერიალური და სულიერი კულტურა შეჰქონდა". წინასიტყვაობა აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩის სემიონ გრიგორიევის მიერაა დაწერილი.
აფხაზური მხარე განსაკუთრებით აღნიშმავს, რომ წიგნში საგანგებოდ ერთი თავი ვორონოვების ოჯახს ეძღვნება.