სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა "სოციუმმა" (მოსკოვი) ვლადიკავკაზში მოქმედ ანალოგიურ ორგანიზაციასთან ერთად ცხინვალის რეგიონსა და ე.წ. ჩრდილოეთ ოსეთში სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულია 700 ადამიანი.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყველა რაიონში ჩატარდა რუსული ენის სტატუსის შესახებ 13 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ რეფერენფუმში მონაწილეობას გამოკითხულთა 84,8 % მონაწილეობის მიღებას აპირებს. მათგან, იმის სასარგებლოდ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსულ ენას "სახელმწიფოებრივის" სტატუსი მიენიჭოს ხმის მიცემას 82,3 % აპირებს, წინააღმდეგ 3,3 % წავიდა. კითხვაზე პასუხის გაცემა კი 14,4 % გაუჭირდა. ხოლო რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთში ასევე 13 ნოემბერს დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, მათში მონაწილეობის მიღებას გამოკითხულთა 94, 7 % აპირებს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გამოკითხულთა 92,5 % უჭერს მხარს. უფრო დადებითად არის ამ საკითხისადმი განწყობილი ვიდრე უარყოფითად 2,7 %, ნეიტრალურად კი 2,9 %, წინააღმდეგია 1,8 % და უფრო უარყოფითადაა ამ საკითხისადმი განწყობილი ვიდრე დადებითად - 0,1 %.