ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი საზღვრებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას არ აპირებს. ეს განცხადება კოკოითიმ რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხის კომენტირებისას გააკეთა, რომლის ერთ-ერთი პირობა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთის მონაკვეთზე ტვირთების გადაადგილების საერთაშორისო აუდიტია.
"ეს პოზიცია ჩვენ არაერთგზის გაგვიჟღერებია და მის შეცვლას არ ვაპირებთ", _ განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა.
აღსანიშნავია, ამ საკითხთან დაკავშირებით, მსგავსი პოზიცია უკვე გამოხატეს აფხაზმა სეპარატისტებმა.