ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთის მოსახლეობა მონადირეთა ჯგუფის შექმნას და მგლების ლიკვიდაციას ითხოვს. მტაცებლებმა სოფელთან ახლოს ნიკოლოზ მაისურაძეს 5 სული ძროხა შეუჭამეს.
„მგლები ძალიან მომრავლდნენ. საღამოს ძროხა თუ გარეთ დარჩა, ანადგურებენ. მინდორში გვიანობამდე ვეღარ ვრჩებით, საშიშია", - აღნიშნეს გიორგეთის მაცხოვრებლებმა.