ცხინვალის რეგიონში მდგარმა რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ეს ადამიანები 28 დან 31 ოქტომბებს შორის პერიოდში დააკავეს.
"სამი საზღვრის დამრღვევი ახალგორის რაიონში დააკავეს, ერთი ცხინვალის რაიონში, ორი კი ზნაურის რაიონში. ყველა მათგანმა საზღვარი უკანონოდ საყოფაცხოვრებო მიზნებით გადაკვეთა. საქმის შემდგომი გარკვევისათვის დამრღვევები სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურში არიან გადაყვანილნი ", _ იუწყება ოსური მხარე. აღსანიშნავია, რომ ოსი სეპარატისტები დაკავებულების ეროვნებას არ აკონკრეტებენ.