ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მოხუცი ცოლ-ქმარი უსახლკაროდ დარჩა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ ძველი ელექსტროსადნები გახდა. ადგილზე მუშაობდა ოთხი სახანძრო ბრიგადა, თუმცა დაგვიანებული შეტყობინების გამო მათ ცეცხლის დროულად ჩაქრობა ვერ შეძლეს და სახლი მთლიანად დაიწვა.