საქართველოს მთავრობა პრივატიზაციის ახალ ტალღას იწყებს, _ ამის შესახებ პრესრელიზი დღეს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა.
მათი ინფორმაციით, საპრივატიზაციოდ გამოტანილი იქნება რკინიგზის ტელეკომის 100-პროცენტიანი წილი, სასტუმრო "გუდაური", "საქართველოს ფოსტა" და სხვა ობიექტები.
პრივატიზაციის პროცესი გრძელდება და პერიოდულად გამოცხადდება იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც გასაყიდად იქნება გამოტანილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობა პრივატიზაციის პროგრამას სრული მასშტაბით ახორციელებს.
"საქართველოს ეკონომკის განვითარება თვალში საცემია. ინვესტორთა მხრიდან დიდი დაინტერესებაა და პრივატიზაციის პროცესიც წარმატებით განხორციელდება", _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა.
შეიქმნება ვებგვერდი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ობიექტების შესახებ ინფორმაცია: ფასი, გაყიდვის თარიღი და მასალა საილუსტრაციოდ.
განაცხადების წარდგენის ვადაა 16 ნოემბრამდე.