აფხაზეთი თავის მხარეს არავითარ დამკვირვებლებს არ მოითმენს. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ, მდინარე ფსოუზე, ქართული საბაჟო კონტროლის შესაძლო დამყარების კომენტირებისას გააკეთა. "ეს ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევა იქნება", _ აცხადებს ჩირიკბა.
"იმის გამო, რომ ეს პროცესი შვეიცარიელი შუამავლების მეშვეობით მიმდინარეობს, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს. როგორც კი რუსეთის პოზიცია გახდება ნათელი, ჩვენ ჩვენს პოზიციას გამოვხატავთ", _ აცხადებს ჩირიკბა.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში, შვეიცერიელი შუამავლების წინადადებაზე თანხმობა განაცხადა, რომელიც საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო საზღვრებზე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და ტვირთების გადაზიდვის ელექტრონულ მონიტორინგს ითვალისწინებს. რუსული მხარის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში ამ დრომდე უცნობია.