რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი აფხაზეთში, გუდაუთის სამხედრო ბაზაზე იმყოფება. მისი ვიტიზი ამ სამხედრო ბაზაზე სამუშაო ხასიათისაა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"2008 წლის ომის შემდგე გუდაუთის სამხედრო ბაზა საგრძნობლად გაიზარდა. აქ მშენებლობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შედეგად ბაზაზე უკვე გაჩნდა ახალი ყაზარმები, ახალი ტექნიკა და ახალი საცხოვრებელი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ ამოცანები რომლებიც ამ მყოფი რუსი სამხედროების წინაშე დგას ძალიან ბევრია, თუმცა "მათგან მთავარი აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვაა", _ წერენ სეპარატისტები.