აფხაზეთისა და ე.წ. სამხერთ ოსეთის საზღვარზე რუსეთთან ქართული საბაჟო კონტროლის დამყარების, როგორც რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების პირობის შესახებ საკითხი არ განიხილება, საუბარი მიდის საგარეო მონიტორინგზე. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ არკადი დვორკოვიჩმა გააკეთა.
"საპროექტო დოკუმენტებში, რომლებიც შვეიცარიისა და რუსეთის პრეზიდენტებმა შეხვედრისას განიხილეს არ იყო ხსენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე რუსეთთან საბაჟო კონტროლის დამყარების შესახებ", - განაცხადა დვორკოვიჩმა და აღნიშნმა, რომ ამ დოკუმენტებში სულ სხვა მექანიზმების გათვალისწინებული.
დვორკოვიჩმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს სუვერენულ სახელმწიფოებად განიხილავს.