დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ საბათლოში ჯილეხის დაავადების გამოვლენის გამო კარანტინია გამოცხადებული.
ადამიანის ჯილეხით დაავადების პირველი შემთხვევა საბათლოში 10 დეკემბერს გამოვლინდა. დედოფლისწყაროს პოლიკლინიკა - საავადმყოფოს გაერთიანების ინფორმაციით, საბათლოს მაცხოვრებელი ჯილეხით საქონლის ხორცისგან დაავადდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ საბათლოში ჯილეხი გუშინ კიდევ ორ ადამიანს აღმოჩნდა, რასაც რაიონულ საავადმყოფოში არ ადასტურებენ. საბათლოში ჯილეხის ახალი შემთხვევების გამოვლენას უარყოფს მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ბაღაშვილიც.
გამგებლის განცხადებით, საბათლოში 10 დეკემბრის შემდეგ კარანტინია გამოცხადებული. `სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა სოფელში ჩაიტანეს საჭირო რაოდენობის ვაქცინა და სადეზინფექციო ხსნარი. სამი კილომეტრის რადიუსში დამუშავდა ტერიტორია და საქონელი. ჯილეხით დაავადებული ადამიანი მკურნალობს. კიდევ 2 ადამიანზე აქვთ ეჭვი, მაგრამ ჯერ დადასტურებული არ არის~, - აღნიშნა რაიონის გამგებელმა.
სოფელ საბათლოში ჯილეხის ახალ შემთხვევების გამოვლენას არ ადასტურებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის დედოფლისწყაროს სამმართველოს უფროსო დავით ვეშაგურიძე.