აშშ-ს მთავრობა ინდოეთში მოსალოდნელი ტერაქტების შესაძლებლობაზე საუბრობს და თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ იქ ყოფნისას უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები დაიცვან. ამის შესახებ საგანგებო განცხადებას აშშ-ს სახემწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
"სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავინდებურად აკეთებს გაფრთხილებას ინდოეთში შენარჩუნებული საშიშროებების შესახებ. აშშ-ს მთავრობა აგრძელებს ინფორმაციის მიღებას იმის შესახებ, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებებმა შესაძლოა ამ ქვეყანაში იერიშები დაგეგმოს",_ ნათქვამია სახემწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ს საგარეო უწყება ასევე აკეთებს გაფრთხილებას ინდოეთის ცენტრალური ნაწილში მდებარე შტატ ანდხრა-პრადეშში "ძალადობის მოხდენის შესაძლებლობაზე". ამ შტატში ძლიერია სეპარატისტული განწყობილებები.
აშშ-ს სახემწიფო დეპარტამენტი დაბეჯითებით აძლევს რეკომენდაციას თავის მოქალაქეებს დადგენ აღრიცხვაზე აშშ-ს უახლოეს საკონსულოში. ამას გარდა, აშშ-ს მოქალაქეებს ასევე მიეცათ რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ ყურადღებით ადევნონ თვალი ახალ ამბებს და უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები დაიცვან რელიგიური სიწმინდეების, სასტუმროების, რესტორნებისა და გასართობი ცენტრების მონახულებისას.
აშშ-ს სახემწიფო დეპარტამენტის აღნიშნული რეკომენდაცია 2010 წლის 31 იანვრამდე მოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები