ცხინვალის რეგიონში დაბანაკებულმა რუსმა ოკუპანტებმა ზნაურის რაიონის დასახლებულ პუნქტ ვახტანაში იარაღის სამალავს მიაკვლიეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახური იუწყება, რომ სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლების მიერ დასახლებულ პუნქტ ვახტანაში იარაღისა და საბრძოლო მასალის სამალავი აღმოაჩინეს. აღმოჩენილი მასალა დადგენილი წესის მიხედვით სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენლებს გადაეცათ", _ იუწყება კომიტეტი.