20 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჯეფ ჟორდანია წაიკითხავს საჯარო ლექციას "ჩემი სამი საქართველო: ნევილი, ნიუ-იორკი, თბილისი". ნიუ-იორკის ჰარიმანის სახელობის ინსტიტუტის პროფესორი, ნოე ჟორდანიას შვილი სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ მოიწვია.
რეჯეფ ჟორდანიას თქმით, მისთვის საქართველო ყველა ქალაქშია, სადაც უცხოვრია და მთელი მისი სიცოცხლე მის სამშობლოს უკავშირდება. ნოე ჟორდანიას შვილი სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პროფესორებსაც შეხვდება.