ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი დიდი სამამულო ომის ვეტერანებსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებს შეხვდა.
"თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება კარგი მაგალითია ჩვენი ახალგაზრდობისათვის. მომავალ წელს უკვე დიდი სამამულო ომი დასრულების მორიგ იუბილეს ავღნიშნავთ. მაშინ როდესაც, სადღაც ანგრევენ მემორიალებს, ჩვენ პირიქით მოვიქცევით და დაღუპული გმირების ხსოვნას უკვდავვყოფთ",_ განაცხადა ედუარდ კოკოითმა და დასძინა, რომ დიდი სამამულო ომის ომის ვეტერანებს, თითოეულს დახმარების სახით 5 ათასი რუსული რუბლი დაურიგდებათ.