უკრაინაში წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. 20 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა, რომელთაც არჩევნებში მნაწილეობის სურვილი აქვთ, უნდა წამოაყენონ თავიანთი საპრეზიდენტო კანდიდატები.
უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელი ექსპერტები საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტებად ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს და ოპოზიციის ლიდერ ვიქტორ იანუკოვიჩს მიიჩნევენ, რომელბიც სხვადასხვა გამოკითხვით ამომრჩეველთა უპირატესი მხარდაჭერით სარგებლობენ.