აშშ-ში გასაყიდად გამოვიდა დოკუმენტური ფილმი, რომელიც სტალინს ეძღვნება. ფილმის მფლობელები მის გამოცემას მეორე მსოფლიო ომის პროპაგანდის აუცილებლობას უკავშირებენ.
კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ფილმი "მისია მოსკოვში", რომელიც ჯერ კიდევ მისი გადაღების პერიოდში ორი მილიონი დოლარი დაჯდა, არის სტალინისთვის სიყვარულის გამხელა.
ეს ფილმი გადაღებულია გასული საუკუნის 40-ინ წლებში კომპანია "უორნერ ბრადერსის" დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, რომელთაც მაშინდელმა აშშ-ის პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა მიმართა და სთხოვა, გადაეღოთ ფილმი იოსებ სტალინზე, რაც, მისი აზრით, ხელს შეუწყობდა ამერიკელების სულისკვეთების ამაღლებას.
დოკუმენტურ ფილმში სტალინი წარმოჩენლია, როგორც გონებამახვილი პოლიტიკოსი, რომელმაც იგრძნო საფრთხე ნაცისტებისგან და ხელი მოაწერა ცნობილ პაქტს (მოლოტოვ-რიბენტროპის პაკტი), რამაც მას შესაძლებლობა მისცა მოეგო დრო თავისი ქვეყნისა და მოკავშირეებისთვის.
ფილმში თავდასხმა ფინეთზე წარმოჩენილია, როგორც ქვეყნის გადარჩენის შანსი ნაციტებისგან, ხოლო რეპრესიები _ როგორც პასუხი ნაცისტების შეთქმულების წინააღმდეგ.
"უორნერ ბრაზერსში" აღნიშნავენ, რომ ფილმი თავიდ დროზე გაკეთდა, როგორც სააგიტაციო მასალა და არა მომავალი თაობებისთვის. ფილმში გადაღებულნი არიან ცნობილი მსახიობები, ხოლო მუსიკა აღიარებულმა კომპოზიტორმა მაქს შტაინერმა დაწერა.
ამერიკელი კინომცოდნეები აცხადებენ, რომ ეს არის ქვეყნის პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი დოკუმენტი.
უნდა აღინიშნოს, რომ "უორნერ ბრადერსის" წარმომადგენლების განცხადებთ, "მისია მოსკოვში" არის ერთადერთი ფილმი, რომლის გადაღებაზედაც ისინი ძალიან წუხან.