საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა საგარეჯოს რაიონში. სამგზავრო მიკროავტობუსი ფეხითმოსიარულე 70 წლის მამაკაცს დაეჯახა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგარეჯოს სასწრაფო - სამედიცინო დახმარების თანამშრომელმა დალი ქურხულმა განუცხადა, ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად გურჯაანის პროზექტურაში გადაიტანეს.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას საპატრულო პოლიცია აწარმოებს