29 დეკემბერს, შიდა ქართლის გუბერნატორი ვლადიმერ ვარძელაშვილი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სერგო ქიტიაშვილი და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი როინ მახარობლიძე ხაშურის რაიონის სოფელ ტაშისკარის და დაბა სურამის ბავშვთა სახლებს ესტუმრებიან.
ხელისუფლების წარმომადგელები ბავშვთა სახლების 85 აღსაზრდელს დამდეგ ახალ წელს მიულოცავენ და საჩუქრებს ჩაუტანენ. გუბერნატორი და მაჟორიტარი დეპუტატი დაბა სურამში მცხოვრებ დევნილებსაც მოინახულებენ და საახალწლო ნობათს გადასცემენ.