„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზურაბ წერეთლის „მიმინო" არ არის თანამედროვე ქანდაკება, ეს არის საუკუნეებით დაგვიანებული ხელოვნება. მე არ მინდა, რომ ასეთი თბილისი იყოს, რომ თან, ვითომ, ყველაზე ევროპული ქვეყნის დედაქალაიქია და თან, ამ დროს, ძველ საბჭოურ კულტურაში იხარშება", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან" თეატრმცოდნე, თეო ხატიაშვილმა, რომელიც ზურაბ წერეთელის ქანდაკების „მიმინოს" გახსნას აპროტესტებდა.
„ზურაბ წერეთელი ჩემთვის გარკვეულად არის სიმბნოლო რუსული პოლიტიკისა, რუსული იმპერიალისტური კულტურისა. პოლიტიკა ერთ-ერთი ფაქტორია, როდესაც მე მისი ძეგლების დადგმას ვაპროტესტებ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე ხელოვნებათმცოდნე გახლავართ, ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად არის ქანდაკება თანამედროვე და ღირებული. უნდა დაიდგას თუ არა მსგავსი ქანდაკებები, თუნდაც წმინდა გიორგი, რომელიც რევოლუციის შემდგომ წამოჭიმეს მთავარ მოედანზე", - აღნიშნავს ხატიაშვილი.
თეატრმოცნდეებმა საპროტესტო აქცია ქანდაკების გახსნის დღეს დაამთხვიეს, რასაც საზოგადოების მხრიდან აგრესია მოყვა. პლაკატები ხელიდან გამოგლიჯეს, რის შემდეგაც სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ.
„რატომ გიკვირთ რომ ჩვეულებრივი მოქალაქე ყოველგვარი „ენჯეოს" ორგანიზაციის გარეშე გამოვიდეს და დააფიქსიროს აზრი. ყველას გაუჩნდა ეჭვი თქვენ ფული მოგცეს? რამდენი შეჭამეთ ამ აქციის მოსაწყობად? ჩემი პასუხია - არაფერი. გადავიხადე 2 ლარი ამ ქაღალდის ყიდვაში და კიდევ 1,80 ფანქარში, რომლითაც ეს დავწერე. ეს არის მთელი ჩვენი ბიუჯეტი. ზურაბ წერეთლის პოლიტიკური საქმიანობა დამალული არ არის, ლუშკოვის უახლოესი მეგბარი იყო და რეაქციულ რუსულ პოლიტიკურ ძალასთან ძალიან ახლოს არის და მათგანაც ასევეა", - პასუხობდა საზოგადოებას ხატიაშილი.
„როგორ შეიძლება დღეს ამ აქციის მოწყობა, როდესაც ამხელა საქმე გაკეთდა, ჩამოვიდა წერეთელი გახსნა ქანდაკება, რომელიც ძალიან მოგვწონს ყველას. გვიყვარს ფილმი „მიმინო" და მისი პერსონაჟები, ვერ ვხვდებით ამხელა ქალებს რა უნდათ და რას აპროტესტებენ", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" ინციდენტის მონაწილე მოქალაქემ.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ ავლაბართან გაიხსნა ცნობილი კინოფილმის "მიმინოს" მთავარ გმირთა ძეგლი. ზურაბ წერეთლის ახალი ნამუშევარი ბრინჯაოსგან არის ჩამოსხმული.
"მიმინოს" გმირებთან ერთად, ძეგლის გახსნას ზურაბ წერეთელი დაესწრო, რომელიც მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ ქანდაკება ავლაბრის მოედანზ უკვე გახსნილია და მისი ნახვის საშუალება მსურველებს უკვე აქვთ.
ზურაბ წერეთელმა ეს ქანდაკება ჯერ კიდევ 2007 წელს შექმნა. მაშინ ქანდაკება მოსკოვში უნდა დადგმულიყო, თუმცა მისთვის იქ ადგილი არ გამოიძებნა.