ოზურგეთში ძლიერმა ქარმა სახურავის გარეშე დატოვა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი. წაქცეულია 30-ზე მეტი ხე. დაზიანებულია ელექტროსადენები და გაზგაყვანილობის მილები. მომხდარის გამო გურიაში დენიც გაითიშა. ქარმა რამდენიმე კერძო სახლის სახურავიც დააზიანა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სპეციალური ჯგუფები არიან გასულები. დგინდება ზარალის ოდენობა.
მასალის გამოყენების პირობები