გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა. სამუშაოები ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით ხორციელდებოდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ვაზისუბნის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების მხოლოდ ნაწილია ჩატარებული. როდის დასრულდება ეკლესიის რეაბილიტაცია, ადგილობრივებისთვის უცნობია.
ეკლესიის მოძღვარი მამა გრიგოლი (მთვარელიშვილი) კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფონდის დაფინანსებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში კახეთში არაერთ ეკლესიას ჩაუტარდა რეაბილიტაცია.