12 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის როსტომ ფარეულიძის წიგნის - "ჩეჩნური ენა" პრეზენტაცია გაიმართება.
ნაშრომი ეძღვნება ჩეჩნური ენის სტრუქტურას: ფონეტიკას, მორფოლოგიასა და ძირითად სინტაქსურ მოვლენებს. წიგნს თან ახლავს მოკლე ჩეჩნურ-ქართული ლექსიკონი და ქართულ-ჩეჩნური საძიებელი.
ნაშრომი როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო მნიშვნელობისაა, იგი დახმარებას გაუწევს ჩეჩნური ენით დაინტერესებულ ყველა მკითხველს.