კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია სოლოკონცერტისა და ახალი დისკის პრეზენტაციისთვის ემზადება. როგორც კომპოზიტორმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, დისკი, სახელწოდებით "მიყვარხარ, თბილისო", თვის ბოლოს გამოვა.
"გამოვა ჩემი დისკი - სიმღერები თბილისზე, რომელსაც "მიყვარხარ, თბილისო" ერქმევა. დისკში 25 სიმღერა შევა, რომლებიც მივუძღვენი ჩემს ქალაქს. რაც შეეხება ჩემს სოლოკონცერტს, არ ვიცი, როდის იქნება. მე მზად ვარ. მერიამ ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ შემომთავაზა, რომ კონცერტი გამართულიყო . ველოდები მათ და ალბათ, მალე ჩემი სოლოკონცერტიც შედგება", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" გაბუნიამ.
გაბუნიას სოლოკონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში იგეგმება. კომპოზიტორს საპატიო თბილისელის წოდება ქალქის მერმა, გიგი უგულავამ "თბილისობის" ფარგლებში გადასცა.