ლადო ათანელი რომანსების დისკზე მუშაობს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ქართველმა ბარიტონმა განუცხადა დისკის პრეზენტაცია თბილისში მოეწყობა.
„ახლა ვმუშაობ ახალ, სოლო დისკზე, სადაც შევა რომანსები. ძალიან მალე იგეგმება მისი პრეზენტაცია, რომლის შემდეგაც სოლო კონცერტის გამართვას ვაპირებ", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" ათანელმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ლადო ათანელი აქტიურად არის ჩართული თბილისურ საღამოებში. ცნობილმა ბარიტონმა მონაწილეობა მიიღო დავით დოიაშვილის გათანამედროვებულ მიუზიკლ „ქეთო და კოტეში", სადაც ის ლევანს ასახიერებდა. თუმცა, როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა 9 ოქტომბერს, თბილისური პრემიერის შემდეგ ის თავის საქმეეებს უბრუნდება და ახალ დისკზე განაგრძობს აქტიურ მუშაობას.